პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილის შეფასებით, ოპონენტები უკანონო შემოწირულებებსა და თვალთმაქცურ გარიგებებს აგრძელებენ.
კუბლაშვილმა კომენტარი გააკეთა კონტროლის პალატის მასალების შესახებ რომლის თანახმადაც, ივანიშვილს 75 მილიონი ლარით დაჯარიმება ემუქრება.
კუბლაშვილი საქალაქო სასამართლოში მიმდინარე განიხილვაზე დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა აღნიშნავს, რომ უკანონო შემოწირულებების შემთხვევაში, კანონით ჯარიმებია გათვალისწინებული.
„უკანონოა, პოლიტიკური სუბიექტისთვის იურიდიული პირების მხრიდან გაკეთებული შემოწირულობა, ასევე კანონდარღვევა შეიძლება იყოს ფიზიკური პირის მიერ უფრო მეტი ოდენობის შემოწირულობა, ვიდრე კანონით არის გათალისწინებული, ასევე -თვალთმაქცური გარიგება,“ - აღნიშნა პავლე კუბლაშვილმა.