კუბლაშვილი- საარჩევნო კამპანია იდეების ჭიდილია და არა ფულით ამომრჩეველის მოსყიდვა

კუბლაშვილი- საარჩევნო კამპანია იდეების ჭიდილია და არა ფულით ამომრჩეველის მოსყიდვა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი განმარტავს, რომ საარჩევნო კამპანია იდეების ჭიდილია და არა ფულით ამომრჩეველის მოსყიდვა. აღნიშნული განცხადება კუბლაშვილმა  ამომრჩეველთა მოსყიდვის ბრალდებით დაკავებული და დაჯარიმებული პირების შესახებ საუბრისას გააკეთა.

„საარჩევნო კამპანია იდეების ჭიდილია და არა ფულით ამომრჩეველს მოსყიდვა, ან სარეცხი მანქანის, მაცივარის და სხვა ტექნიკის  გადაცემის დაპირება,“ -  აღნიშნა პავლე კუბლაშვილმა.

მისივე თქმით, ის კონტროლის პალატის მიერ შესწავლილ საკითხებს დეტალურად არ იცნობს, თუმცა, ის ფაქტები, რომლებიც მოისმინა თავისი შინაარსით ამომრჩევლის მოსყიდვასთან ახლოს დგას.

„როდესაც ადამიანი ღიად აცხადებს, რომ „მე–9 არხთან“ ღიად არის დაკავშირებული და ამომრჩევლებისთვის სხვადასხვა ნივთების უფასოდ  ან შეღავათიან ფასებში გადაცემას აპირებს, ეს,  ჩემი აზრით, ამომრჩევლის მოსყიდვას ჰგავს,- აღნიშნა კუბლაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა,  რომ ივანიშვილს, ისევე, როგორც სხვა მოქალაქეებს საარჩევნო პროცესში სრულფასოვანი მონაწილეობის უფლება აქვთ