ზურაბ აბაშიძე: ამერიკის კონგრესის რეზოლუცია რუსეთზე არ იმოქმედებს

ზურაბ აბაშიძე: ამერიკის კონგრესის რეზოლუცია რუსეთზე არ იმოქმედებს

ექსპერტი საგარეო ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე ამერიკის კონგრესის მიღებულ რეზოლუციას საქართველოსადმი პოლიტიკურ მხარდაჭერად აფასებს, თუმცა აღნიშნავს, რომ რუსეთი საერთაშორისო მისიებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არ დაუშვებს.

„ამერიკის კონგრესის რეზოლუცია არ იმოქმედებს, თუმცა საერთაშორისო ზეწოლა მაინც აუცილებელია. რუსეთი არ გადადგამს შემხვედრ ნაბიჯებს, ისინი ამ რეზოლუციებს  თითქოს ყურადღებას არ აქცევენ, სინამდვილეში კი ყურადღებას ძალიანაც აქცევენ და აკვირდებიან ყველაფერს.

კონგრესის რეზოლუცია მარტო ცარიელი ქაღალდი არ არის, ის სერიოზული პოლიტიკური დოკუმენტი და პოლიტიკური მხარდაჭერის ძლიერი გამოვლინებაა. ჩვენ ამას ასე უნდა შევხედოთ, ეს ცოტა არ არის. ეს არის ერთის მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და მეორე მხრივ, ზეწოლა რუსეთზე. თუ მოვლენები ნორმალურად განვითარდა, მაშინ ამან შეიძლება შედეგიც გამოიღოს“,-განაცხადა აბაშიძემ.