ცნობილი რუსი სუპერმოდელი ნატაშა პოლი Vogue Paris -ის ახალი ნომრის ფოტოსესიაში გამოჩნდა. ნატაშას აქვს სამოდელო პარამეტრებთან მაქსიმალურად მიახლოებული სხეული 85/58/87. ჟურნალმა მისი თხელი და მსუბუქი აღნაგობა ახალი ფოტოსესიის მთავარ იდეად გამოიყენა. ცნობილი ფოტოგრაფის მარიო სორეტის მიერ გადაღებული ფოტოები ჰაეროვანი და ნათელი გამოვიდა.
Vogue-ს საზაფხულო ფოტოსესიაში ნატაშამ იდეალური ფიგურა ბოლომდე გამოაჩინა. გაშიშვლებულ სუპერმოდელს ფოტოებზე ცნობილი ბრენდების,- Valentino-ს, John Galliano-ს, Dior-ისა და Oscar de la Renta-ს ბოლო კოლექციების თხელი, შიფონისა და შოლკის გამჭვირვალე კაბები აცვია.
Vogue-ში გასულ წელს დაბეჭდილი ფოტოებისგან განსხვავებით, ამ ფოტოსესიაში მოდელს შედარებით მსუბუქი მაკიაჟი აქვს. ფოტოსესია მშვიდია და მასში მოდელის ბუნებრივი ხასიათი ჩანს. განათებისა და ჩრდილების თამაში, ფოტოებს განსაკუთრებულ ელფერს სძენს.