აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კანონმდებლები საქართველოს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს აფასებენ, როგორც გადამწყვეტს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში.
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის facebook -ის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, განცხადებები საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინიტონის ვიზიტის შემდეგ გაკეთდა, როცა სტუმარმა საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდა უზრუნველჰყოს ძალაუფლების დემოკრატიული გადაცემა. წარმომადგენელთა პალატის კანონმდებლებმა მიიღეს რეზოლუცია, რომელშიც კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, ნატოს გაწვერიანების სურვილისა და დემოკრატიული რეფორმებისთვის მხარდაჭერა.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, წარმომადგენელმა კალიფორნიიდან, ჰაუარდ ბერმანმა შემდეგი განაცხადა, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარების მომავალი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტი საზომი იქნება.
„შემაშფოთებელია ის ძალისხმევა, რომელიც იქითაა მიმართული, რომ ცნობილი პოლიტიკური ოპონენტისთვის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა საშუალება არ მიეცათ და ადგილობრივი ოპოზიციული ლიდერები, როგორც იუტყობინებიან, დაეშინებინათ. ამასთან, მათთვის არ მიეცათ მედიის გამოყენების შესაძლებლობა. ამ პროცესს ყურადღებით მივადევნებთ თვალყურს“, - განაცადა ბერმანმა.
რესპუბლიკელმა წარმომადგენელმა ნიუ ჯერსიდან, ქრისტოფერ სმიტმა, ასევე გადამწყვეტ ფაზად შეაფასა მომავალი არჩევნები: „ვფიქრობ, რომ წლევანდელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გადამტყვეტი ფაზაა პოსტ-საბჭოთა ქვეყნის განვითარებაში. არსებითია, რომ არჩევნები ჩატარდეს თავისუფლად და სამართლიანად, და არა მხოლოდ ეუთოს მეთვალყურეთათვის, არამედ რაც უფრო მნიშვნელოვანია, თვითონ ქართველებისთვის“.