მიხეილ სააკაშვილი: მომავალ წელს აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებლებში სკოლებში ჩატარებული გამოცდების შედეგით მოხვდებიან

მიხეილ სააკაშვილი: მომავალ წელს აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებლებში სკოლებში ჩატარებული გამოცდების შედეგით მოხვდებიან

 სააკაშვილმა  მასწავლებლის სახლში პადაგოგებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ  მომავალ წელს ეროვნული გამოცდები აღარ ჩატარდება. შესაბამისად, აბიტურიენტთა მიერ უმაღლეს სასწავლებელებში ჩაბარება არა ეროვნული გამოცდებით არამედ, განსხვავებული სისტემით მოხდება.

სააკაშვილის განცხადებით, ამჟამად, აბიტურიენტს თავდაპირველად სკოლაში 8 საგანში გამოცდის ჩაბარება უწევს, ხოლო შემდეგ ეროვნული გამოცდის გავლა 4 საგანში, რაც სრულიად ზედმეტია.

„წელს უკვე ვეღარ ვასწრებთ მთელი იმ გაუგებრობების გამო, რაც სამინისტროში შეექმნათ, მაგრამ მომავლი წლიდან გამოცდები იქნება მხოლოდ სკოლაში. ვისაც სწავლა უკვე დამთავრებული აქვს, იმასაც შეეძლებათ შემდეგი წლების განმავლობაში ჩაბარება. მომავალი წლიდან სკოლებში ჩატარდება 8 გამოცდა და პლიუს ტესტი უნარ ჩვევებში. აბიტურიენტები აღნიშნული გამოცდების შედეგებით მოხვდებიან უმაღლეს სასწავლებლებში“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, როგორც წესი, აბიტურიენტი სკოლის გამოცდებისთვის ცალკე ემზადება და შემდეგ რეპეტიტორს ეროვნული გამოცდებისთვის ქირაობს.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ  რეპეტიტორის დაქირავების საშუალება მოსახლეობის უმრავლესობას არ აქვს, რაც კიდევ ერთი პრობლემას წარმოადგენს.

„გამოდის რომ ისევ დავყავით ხალხი პრივილეგეირებულად და არაპრივილეგირებულად, რასაც მე ვერასოდეს შევეგუბი. ჩვენ დავკარგეთ დრო. ბოლო 1 წელი განათლების სამინისტროში კამათში რომ არ დაეკარგათ და დროულად მიეღოთ ეს გადაწყვეტილება, წელს უკვე ეროვნული გამოცდები აღარ ჩატარდებოდა“,- განაცხადა სააკაშვილმა.