სალომე ზურაბიშვილი ქუთაისში პარლამენტის ჩამონგრევაში პასუხისმგებლობას სააკაშვილს აკისრებს და მის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ ზურაბიშვილმა facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
„სააკაშვილი რომ ლაპარაკობს პასუხიმგებლობაზე, პირველი პასუხისმგებლობა მასზზეა რომ გამოაცხადა „თუ დროზე არ დაამთავრებენო ნახავენ რასაც ნახავენო“.... უშუალოდ მისი პირდაპირი ბრძანების შედეგია რაც მოხდა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ნამდვილად უნდა დაისვას.... ეს არის მეორე შემთხვევა პარლამენტთან დაკავშირებული : მისი პასუხისმგებლობა იყო როცა ქალი და ბავშვი იმსხვერპლა ასევე მისი პირდაპირი ბრძანების შედეგად.... მეტი რამდენი მსხვერპლი სჭირდება ამ ბაყბაყდევს, რომ გაძღეს. არაფერი რომ არ ვთქვათ ომში დაღუპულ გმირებზე.... ეხლა მაინტერესებს პასუხი კითხვაზე: არჩეული პარლამენტში ვინ შევა ამ სისხლიან შენობაში? გთავაზობთ ყველას - და პირველ რიგში მედიას - არჩევნების წინ კანდიდატებს დაუსვათ ეგ კითხვა და ჩაიწეროთ პასუხი..... და კიდევ ჩემი სამძიმარი დაღუპულების ოჯახებს...“ - წერს სალომე ზურაბიშვილი facebook-ის საკუთარ გვერდზე.