სერ ელტონ ჯონი, რომელიც ცოტა ხნის წინ თავად იყო ჰოსპიტიზირებული, ახლა ლედი გაგას ჯანმრთელობაზე ნერვიულობს. ის The Guardian-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ გაოცებულია ეპატაჟური მომღერლის მდგომარეობით, რომელიც მსოფლიო ტურის დროს საკვებს საერთოდ არ ეკარებოდა.
„ლედი გაგას, რომ ვუყურებ გაოცებას ვერ ვმალავ, როგორ გამოსდის ცხოვრება კვების გარეშე. როცა მის მშობლებს ვურეკავ, ისინიც ჩემს დღეში არიან, ამბობენ რომ ძალიან ღელავენ ქალიშვილის მდგომარეობის გამო. ის საერთოდ არ იღებს საკვებს, არა და ისეთი გადატვირთული გრაფიკი აქვს, დღეს რომ დანიაშია, შეიძლება ხვალ არაბეთში იყოს. ახლა ძალიან გახდა, ამიტომაც მეშინია და ვნერვიულობ,“- ამბობს ელტონ ჯონი.
რამდენიმე ხნის წინ, ლედი გაგამ და ელტონ ჯონმა ჩაწერეს დუეტი, სიმღერაზე Hello, Hello, რომელიც გამოყენებული იქნა ანიმაციურ ფილმში „გნომეო და ჯულიეტა“. 2010 წელს მომღერლები გრემის დაჯილდოების ცერემონიალზე ერთად ასრულებდნენ სიმღერებს: Speechless და Your Song.