ქუთაისში, ახლადაშენებული პარლამენტის შენობის ჩამონგრევას სამი ადამიანია სიცოცხლე ემსხვერპლა

ქუთაისში, ახლადაშენებული პარლამენტის შენობის ჩამონგრევას სამი ადამიანია სიცოცხლე ემსხვერპლა

ქუთაისში, ახლადაშენებული პარლამენტის შენობის ჩამონგრევას სამი ადამიანია სიცოცხლე ემსხვერპლა.  ამის შესახებ ტელეკომპანია „მე-9 არხის“ კორესპონტენტმა შემთხვევის ადგილიდან განაცხადა.

 მისივე თქმით, არიან დაშავებულებიც. პოლიტიკური პარტია „თავისუფალი დემოკრატების წევრის, პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის გიორგი ცაგარეიშვილის ინფორმაციით, ქუთაისში ჩამონგრეული ნაწილის შედეგად ნანგრევების ქვეშ 22 ადამიანია მოყოლილი.

მისი განცხადებით, ქუთაისის პარლამენტთან პარტიის 4 აქტივისტი იმყოფება და ეს ინფორმაციაც სწორედ მათგან მიიღო.

„მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სახანძრო, სასწრაფო და სამაშველო სამსახურები. ნანგრევების ქვეშ მოყოლილი 22 ადამიანის ჯანმრთელობისა მდგომარეობის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მაქვს“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

მისი თქმით, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად პრეზიდენტმა უპასუხიხმგებლო გადაწყვეტილება მიიღო,  როცა ასეთი დიდი შენობის 1 წელიწადში დასრულება მოინდომა და  აღნიშნა, რომ ამ გაფრთხილებას პრეზიდენტი ყოველთვის ცინიკური სახით ხვდებოდა.

„ამ ყველაფერზე და თითოეულ დაშავებულზე მთელი პასუხიმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას და მას მოჰკითხეთ რაც ქვეყანაში ხდება“, - დასძინა ცაგარეიშვილმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქუთაისის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთი დამხმარე ნაგებობის ხარაჩო ჩამოინგრა