რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქუთაისის პარლამენტის შენობაში ერთ-ერთი ფლიგელი ჩამოინგრა, რასაც დაუზუსტებელი ინფორმაციით მსხვერპლი მოყვა. რამდენიმე ადამიანი კი დაშავდა.
პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსი, მაკა გიგაური აცხადებს, რომ ქუთაისის პარლამენტში არანაირი ნგრევა არ მომხდარა.
შეგახსენებთ, ქუთაისის პარლამენტის შენობა მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით, 26 მაისისთვის პარლამენტის საზეიმო სხდომის ჩასატარებლად გახსნეს. ორი კვირით ადრე ქუთაისში ყოფნისას მიხეილ სააკაშვილი რამაზ ნიკოლაიშვილს „საკუთარი თავით“ პასუხსიგებას შეჰპირდა, თუ შენობა აღნიშნული დროისთვის მზად არ იქნებოდა.