პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსის, მაკა გიგაურის მტკიცებით, ქუთაისის პარლამენტში არანაირი ნგრევა არ მომხდარა.
„ქუთაისში პარლამენტის მშენებარე შენობაში არაფერი ჩამონგრეულა, მშვიდობაა. ეს ინფორმაცია არ ვიცი, ჭორია თუ რაა. გეუბნებით, გავრცელებული ინფორმაცია სწორი არაა. ქუთაისის პარლამენტის შენობაში არაფერი მსგავსი მომხდარა“, - განაცხადა გიგაურმა.
ცნობისთვის, ქუთაისის პარლამენტის შენობაში ერთ-ერთი ფლიგელი ჩამოინგრა, რის გამოც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ტერიტორიზე პოლიციელები ჟურნალისტებს არ უშვებენ.