არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოაჩინეს ლონდონის, ერთ-ერთი, პირველი თეატრის ნანგრევები, რომელზეც XVI საუკუნის ბოლოს, შექსპირის ყველაზე ცნობილი პიესა „რომეო და ჯულიეტა“ დაიდგა.
თეატრი, Curtain Theatre -ს სახელით იყო ცნობილი. ის 1577 წელს გაიხსნა. არქეოლოგიური გათხრები შორდიშის რაიონში მიმდინარეობდა, იქ, სადაც თავის დროზე ეს თეატრი აშენდა.
ლონდონის არქეოლოგიური მუზეუმის სპეციალისტებმა გათხრები, გასული წლის ოქტპმბერში დაიწყეს. აღმოჩენების შემდეგ ისინი აცხადებენ, რომ ამ ადგილზე შეიძლება ღია თეატრი ისევ აღდგეს.
„ეს არის შექსპირის ეპოქის, ბოლო წლების ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა“,- აცხადებენ ისინი. არქეოლოგებისთვის ეს აღმოჩენებიც მოულოდნელი იყო, რადგან ამ თეატრის ზუსტი ადგილმდებარეობა დღემდე არავინ იცოდა.
1622 წლის შემდეგ, თეატრის შესახებ არანაირი ისტორიული მტკიცებულება არ არსებობდა. ვარაუდის დონეზე, თეატრი კიდევ 200 წელი ფუნქციონირებდა, შემდეგ ეს შენობა გადაკეთდა და სამშენებლო მასალის საწყობად გამოიყენებოდა.