ცნობილი ბრიტანელი ტანმოვარჯიშე ლუის სმიტი გაშიშვლდა და ეს ყველაფერი, ისე ლამაზად გამოუვიდა, რომ ბევრ ცნობილ მოდელსაც კი შეშურდებოდა მისი. საქმე ეხება ფოტოსესიას, რომელიც სმიტმა, ცოტა ხნის წინ, გადაიღო. სპორტსმენების უმრავლესობა მსგავსი ტიპის გადაღებებს არ თანხმდება, მაგრამ სმიტი ერთ-ერთი გამონაკლისი აღმოჩნდა და ამ ფოტოსესიით კიდევ უფრო შესამჩნევი გახდა.
ამ ფოტოსესიაში, ლუისი შიშველი პოზირებს, ტანმოვარჯიშეს ზურგზე აქვს ტატუს წარწერით,- „მიიღე ის, რაც დაიმსახურე“. ფოტოებზე ტატუ არ ჩანს, მაგრამ ჩანს მისი სხეული, რომელიც ადასტურებს იმას, რომ ის ნამდვილი სრულყოფილებაა.
ტანმოვარჯიშის დახვეწილი პოზირების მანერითა და სტილით, რთულია დაიჯერო, რომ ფოტოზე არა პროფესიონალ მოდელს, არამედ ამ საქმეში გაუთვითცნობიერებელ სპორსმენს ხედავთ. ფოტოები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი ადამიანს ალამაზებს. სპორტი აუცილებელია და ამავდროულად, სასიამოვნო.