ამერიკის თავდაცვის მდივანი ლეონ პანეტას განცხადებით, ამერიკას მოთმინება ამოეწურა თალიბების მიმართ პაკისტანის უმოქმედობის გამო.
„ისლამაბადს მოუწევს მიიღოს ზომები თალიბანის მეკავშირე ჰაკანის დაჯგუფების წინააღმდეგ, რომელიც თავს ესხმის ნატოს ჯარისკაცებს“,-განაცხადა პანეტამ.
პენტაგონის შეფის მოულოდნელი ვიზიტი ავღანეთში არ დაანონსებულა, ის ავღანეთში მოულოდნელად ჩაფრინდა. პანეტამ მოლაპარაკებები გამართა ავღანელ კოლეგასთან აბდულ რახიმ ვარდაკთან და უსაფრთხოების საერთაშორისო ძალების ხელმძღვანელობასთან.
პანეტას ვიზიტი ბოლო პერიოდში აჯანყებულთა გააქტიურებულმა ქმედებებმა გამოიწვია. გუშინ ყანდაგარში ნატოს ბაზასთან მომხდარ აფეთქებას 22 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის 8 კერძო დაცვის თანამშრომელი გახლდათ, რომელიც ბაზის დაცვაში მონაწილეობდა. დაახლოებით 50-მდე ადამიანი დაშავდა.