მოდის სახლ Сhanel -ის, მარტოხელა და უშვილო დიზაინერის კარლ ლაგერფელდის სიყვარული მისი სიამის კატის, შუპეტის მიმართ უკვე აბსურდში გადადის. ცნობილი ბრენდის კრეატიულმა დირექტორმა თავის კატას ორი ძიძა აუყვანა, ისინი მორიგეობით ემსახურებიან შუპეტს, უმზადებენ უგემრიელეს საუზმეს და ასწავლიან iPad -ის გამოყენებას.
შუპეტი არის ლაგერფელდის საყვარელი მოდელის საჩუქარი, ბატისტა ჯიაბიკონის კარლ ლაგერფელდი შვილად მიიჩნევს. დიზაინერი საყვარელ კატას „ახალგაზრდა ლედის“ ეძახის და თვლის, რომ მას შეუძლი სახლის პატარა დიასახლისი იყოს. ძიძები აბანავებენ შუპეტს აბაზანაში, არომატული საპნებით. სპეციალურად სვამენ მაგიდასთან და უტარებენ ქცევის წესებიდა და iPad-ის გაკვეთილებს.
ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ „დიასახლისმა“ კარლის არყოფნის დროს თავი მოწყენილად არ იგრძნოს
თუ კარლი დიდი ხნით მიემგზავრება, კარლს შუპეტის ძიძები ყოველდღიურ, წერილობით ანგარიშს აბარებენ. კატის ყოველდღიური ცხოვრების, მისი ჯანმრთელობისა და განწყობის შესახებ. Chanel-ის კრეატიულ დირექტორს, ბოლო ათი თვის განმავლობაში, 600-გვერდამდე ასეთი ანგარიში ჩაბარდა. „დროა წიგნიც გამოვუშვა“- ხუმრობს მოდის ოსტატი.