ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კავშირ „ჰერას“ ორგანიზებით, 10 ივნისს კუს ტბის ტერიტორიაზე გაიმართება სპეციალური აქცია,- „მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად.“
ღონისძიების მიზანი სარძევე ჯირკვლის სიმსივნის ნაადრევი გამოვლენის შესახებ საზოგადოების ინფორმირებაა. აქცია სპორტული შეჯიბრებებით დაიწყება. რბოლასა და მსვლელობაში მონაწილეობის მიღება რეგისტრაციის გავლის შემდეგ ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ღონისძიებები ღია ცის ქვეშ „33ა-ს“ საქველმოქმედო კონცერტით დასრულდება.
აქცია ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და სხვა პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით იმართება.