დღეს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, მარის ლიეპას დაბადებიდან 75-წლისთავისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი გაიმართება. მარის ლიეპა XX საუკუნის მეორე ნახევრის მსოფლიო საბალეტო ხელოვნების მეგა-ვარსკვლავი, ლეგენდარული მოცეკვავე, პედაგოგი, მსახიობი და ქორეოგრაფია.
კონცერტზე მარის ლიეპას ქალიშვილი ილზე და მსოფლიოში ცნობილი ქართველი საბალეტო ვარსკვლავი, ნიკოლოზ ცისკარიძე იცეკვებენ. მათთან ერთად კონცერტზე მაყურებელი კიდევ რამდენიმე გამოჩენილ მოცეკვავეს იხილავს.
დღესვე გაიმართება მარის ლიეპას პირად არქივში დაცული ფოტოექსპონატების გამოფენა და იუბილისადმი სპეციალურად ჩამოსხმული ღვინის „მარის ლიეპა- 75“ დეგუსტაცია.
ღონისძიება საქველმოქმედოა და პატრიარქის ლოცვა-კურთხევით იმართება. შემოსული თანხა ლეიკემიითა და აუტიზმით დაავადებული ბავშვების მკურნალობას მოხმარდება.
კონცერტის პროექტის ავტორია ნინო ლაპიაშვილი, სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი კი ლეგენდარული ბალერონის შვილი ანდრის ლიეპა.
პროექტი თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება.