კონფლიქტოლოგ გოგი ხუციშვილის განმარტებით, ერთადერთი, რასაც შეიძლებოდა რუსეთის პროვოცირება გამოეწვია, ეს იქნებოდა ჰილარი კლინტონის განცხადება საქართველოს ნატოში გაწევრიანების დაჩქარების შესახებ.
„რომ ვთქვათ, რომ ახალია რამე იმაში, რომ ამერიკა საქართველოს უჭერს მხარს, რა თქმა უნდა არ შეგვიძლია. ჰილარი კლინტონის ვიზიტის შემდეგ,უფრო რაღაც კონკრეტული მიმართულებები გამოიკვეთა. ამერიკა დიდი ხანია საქართველოს მხარს ჭერს, როგორც მატერიალურად, ასევე პოლიტიკურადაც. ეს რუსეთისთვისაც არ გახლავთ ახალი ამბავი, ამიტომ რუსეთისგან მკვეთრ მოძრაობებს ნამდვილად არ მოველი.ერთადერთი პუნქტი, რომელმაც შეიძლება გააღიზიანიოს ან რაღაც გააკეთებინოს რუსეთს, საქართველოს ნატოში გაწევრიანების დაჩქარებაა. ეს რომ მომხდარიყო და გამოცხადებულიყო, რომ საქართველო არა ასპირანტია, არამედ უკვე წევრია, მაშინ იქნებოდა შესაძლებელი რომ რუსეთს მკვეთრი ნაბიჯები გადმოედგა საქართველოს წინააღმდეგ“,-აცხადებს ხუციშვილი.