ევროპული ინტეგრაციის კვლევის ცენტრის პრეზიდენტი, ვასილ ჭყოიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებას, რომ „სულმოუთმენლად ველოდებით საქართველოში არჩევნები თავისუფლად, დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარდეს“ სტანდარტულ განცხადებას უწოდებს.
ჭყოიძეს ჰილარი კლინტონის ვიზიტისას არჩევნებთან დაკავშირებული განცხადება თავდაცვით სფეროში თანამშრომლობასა და თავისუფალი ვაჭრობის თემატიკის წამოწევასთან მეორეხარისხოვნად მიაჩნია.
„ეს არის სტანდარტული განცხადება პარტნიორ ქვეყანაში და განსაკუთრებით, ისეთ ქვეყანაში, სადაც ქრონოლოგიურად არჩევნები მოახლოებულია. არაფერი განსაკუთრებული იდეა ამაში არ დევს. ერთადერთი რა დატვირთვასაც ის ატარებს გარდა იმისა, რომ ეს სტანდარტული განცხადებაა პარტნიორი ქვეყნის მიმართ, ასევე საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე არჩევნების დემოკრატიულად და მაღალი ხარისხით ჩატარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. კონკრეტული სხვა არაფერი. უბრალოდ, ელდოება რომ ეს არჩევნები კარგად ჩაივლის და საერთოდ, ეს არაა პირველი განცხადება. სხვა მაღალი დონის დოკუმენტებშიც მსგავსი მოწოდებები ისმის ჩვენი ქვეყნის,მათ შორის, სომხეთის, აზერბაიჯანის და სხვა სახელმწიფოების მიმართ“, - განაცხადა ჭყოიძემ.