დემი მურის 20 წლის ქალიშვილმა ღამე საკანში გაატარა

დემი მურის 20 წლის ქალიშვილმა ღამე საკანში გაატარა

 

დემი მურისა და ბრიუს უილსის 20 წლის ქალიშვილიმა ღამე ციხეში გაატარა.  სკაუტი პოლიციამ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე სპირტიანი სასმელებით გამოჩენისა და სამართალადმცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავა.

ვარსკვლავების ქალიშვილი პოლიციელებმა ლუდის ბოთლებით ხელში შენიშნეს, როცა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა მოსთხოვეს სკაუტმა უარი განაცხადა და მათ არ დაემორჩილა, პირიქით, გოგონამ პოლიციელებს იქით დაუწყო ჩხუბი, რის შემდეგ ისინი იძულებულები შეიქმნენ სკაუტი ერთი დღით ციხეში ჩაესვათ.

დღეს, დილით, სკაუტ უილსი გაანთავისუფლეს. ის არც დაუჯარიმებიათ. უფრო მეტიც მის ოჯახს  გირაოს გადახდაც არ დაკისრებია. სამაგიეროდ, დაინიშნა სასამართლო პროცესი, რომელიც 31 ივლისს ჩატარდება. ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ სკაუტის ასაკი ყველას გამოუვლია და ეს შემთხვევა არ არის „საუკუნის დანაშაული“ შესაბამისად, გოგონას მშობლები მშვიდად არიან და იმედი აქვთ, რომ სასამართლო პროცესი ზედმეტი ხმაურის გარეშე ჩაივლის.

კომენტარი მომხდართან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით, არც დემი მურს გაუკეთებია და არც ბრიუსს.