პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრმა და „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თეა წულუკიანმა presage.tv(for.ge) - ის პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანის ჰილარი კლინტონის შეხვედრა ვერ მოხერხდა კოალიციის წარმომადგენლებმა „ქართული ოცნების“ სათქმელი აშშ-ის სახელმწიფო მინისტრამდე სრულყოფილად მიიტანეს.
შეკითხვის პასუხად, რატომ არ გაითვალისწინა ბიძინა ივანიშვილმა სახელმწიფო მდივნის სტუმრობის მკაცრი პროტოკოლი და რატომ მოინდომა ოფიციალურად მასთან შეხვედრა, წულუკიანი აცხადებს, რომ თუკი ივანიშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა არ იყო გამორიცხული შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო მდივანთანაც მოხერხებულიყო.
„ჩვენ კოალიციის და ბიძინა ივანიშვილის სათქმელი კლინტონამდე სრულყოფილად მივიტანეთ, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავარი მიზანი არის შენება, რომ საქართველოში რეფორმების შესაჩერებლად კი არ მოდის, პირიქით. ჩვენ ოპოზიციაში ვართ იმიტომ, რომ „ვარდების რევოლუციის“ ავტორებმა, საქართველოს პრეზიდენტმა დაპირებები, რომელიც ქართველ ხალხს მისცა დაივიწყა“, - განაცხადა წულუკიანმა.