რეტბა - ვარდისფერი ტბა აფრიკაში(VIDEO)

რეტბა - ვარდისფერი ტბა აფრიკაში(VIDEO)

 

აფრიკაში, კეროდ, სენეგალში მდებარეობს ერთი გასაკუთრებული და ლამაზი ტბა, სახელწოდებით რეტბა. ტბის განსხვავებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ის  ვარდისფერი შეფერილობისაა. ტბა ძალიან მლაშეა. მოვარდისფრო მოწითალო შეფერილობის გამომწვევი ძირითადი მიზეზი, ტბაში ციანობაქტერიების არსებობაა, რომლებიც მშრალ ამინდში მრავლდებიან.  ამიტომ, ტბის ფერი უფრო შესამჩნევი, სწორედ მშრალ ამინდშია. ბაქტერიების მოწითალო პიგმენტი მათ,  მაღალი კონცენტრაციის მარილიანობისთვის უფრო გამძლეს ხდის.

ტბის მაქსიმალური სიღრმე 3 მეტრია, ხოლო ფართობი 3 კვადრატული კილომეტრი. რეტბაში მარილის რაოდენობა იმაზე ბევრად მეტია ვიდრე მკვდარ ზღვაში. ტბის ერთ ლიტრ წყალში დაახლოებით 380 გრამი მარილია. მარილის ასეთი კონცენტრაცია ადამიანის კანზე ისეთ ჭრილობებს წარმოქმნის, რომ მათ შეხორცებას თვეები სჭირდება. ამიტომაც ადგილობრივები,  მარილის მოსაპოვებლად სანამ ნავში ჩასხდებიან და ტბაში ჩაყვინთავენ  სხეულს სპეციალური ზეთით იზელენ. ზეთს ინდიმური ხის ნაყოფისგან ამზადებენ.

ადგილობრივების  შემოსავალი მთლიანად ტბას უკავშირდება. ისინი ტბის ფსკერიდან მოპოვებული სუფთა მარილით ვაჭრობენ. მარილის შესაგროვებლად სენეგალში ქალი ამ ტბის ნაპირებზე დღეში საშუალოდ 14 საათს ატარებს. მოპოვებული მარილი ნავებზე გადააქვთ, ვარდისფერი ტბის 2 კილომეტრიანი ნაპირი სულ ნავებითაა გარშემორტყმული.

რეტბა ოდესღაც ლაგუნას წარმოადგენდა, თუმცა ატლანტის ოკეანის მიერ მოტანილმა ქვიშამ  ტბისა და ოკეანის დამაკავშირებელი სრუტე თანდათან ამოავსო.  რეტბა დიდი ხნის განმავლობაში არ იყო არაფრით გამორჩეულ, თუმცა გასული საუკუნის 70 - იან წლებში საშინელი გვალვების შედეგად წყლის დონე ტბაში შემცირდა და მარილიც მის ფსკერზე  გამოსაყენებლად ვარგისი აღმოჩნდა.