46 წლის ვარსკვლავი, 5 გრემის მფლობელი ჯენეტ ჯექსონი ტრანსსექსუალი ადამიანების ცხოვრების შესახებ დოკუმენტურ ფილმს იღებს. ის, დიდი ხანია მუშაობს პროექტზე, რომელიც საზოგადოებას ტრანსსექსუალების დისკრიმინაციის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
დოკუმენტურ ფილმზე მუშაობა ზაფხულში დაიწყება. მისი რეჟისორია რობერტ იასონი. თავად ჯექსონი ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერია.
ახალ დოკუმენტურ ფილმს „Truth“-ერქმევა. ის მსოფლიოში მილიონობით ტრანსექსუალის ყოველდღიურ ყოფასა და პრობლემებზე მოგვითხრობს.