ვარძელაშვილი დამემუქრა, რომ ხელფასს მომიხსნიდა და ნაკრებს აღარ გამაკარებდა

ვარძელაშვილი დამემუქრა, რომ ხელფასს მომიხსნიდა და ნაკრებს აღარ გამაკარებდა

საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ძიუდოში ამბაკო ავალიანი სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრთან შეხვედრის დეტალებს ყვება.
 
მისი თქმით, პრობლემა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ნაკრების წარმომადგენლები კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ. 
 
 „დაიწყო რეკვები, შეხვედრები, ხან ვინ მომიგზავნეს ხან ვინ, რომ ნაკრებში დავბრუნებულიყავი, მაგრამ მე ვუთხარი, რომ ნაკრებიდან არც წავსულვარ“, - განაცხადა ავალიანმა.
 მისი თქმით, ამის შემდეგ მას უთხრეს, რომ თვითონ  ლადო ვარძელაშვილს უნდოდა მასთან შეხვედრა და საუბარი და აღნიშნა, რომ 3 ივნისს, ის მოტყუებით წაიყვანეს ლადო ვარძელაშვილთან შესახვედრად, სადაც მინისტრის მხრიდან იყო მუქარანარევი სიტყვები.
 
„როცა მე ვუთხარი, რომ არ წავსულვარ სპორტიდან, ჩვეულებრივ განვაგრძობდი ამ სფეროში მოღვაწეობას და მე მხოლოდ ჩემი აზრი დავაფიქსირე, მან მითხრა, ან პოლიტიკა ამერჩია, ან სპორტი. დამემუქრა კიდეც, რომ ხელფასს მომიხსნიდა და ნაკრებს აღარ გამაკარებდა. იქ იყო შელაპარაკებაც,  სიტყვიერი შეურაცხყოფაც და მუქარაც“, - განაცხადა ავალიანმა და აღნიშნა, რომ მას თავისი თავმოყვარეობა აქვს და იქ დგას, სადაც ქართველი ვაჟკაცები დგანან. 
 
„ამას კი ვერც ვარძელაშვილი და ვერც ვერავინ ვერ შემაცვლევინებს“, - განაცხადა ავალიანმა.
ამბაკო ავალიანი ლადო ვარძელაშვილს იპოდრომთან მდებარე გიორგი უდესიანის ოფისში შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა თავად უდესიანიც.