ნატომ ავღანეთიდან  სამხედრო ტექნიკის გაყვანის შეთანხმებას მიაღწია

ნატომ ავღანეთიდან სამხედრო ტექნიკის გაყვანის შეთანხმებას მიაღწია

ნატოს გენერალური მდივნის ანდრეს ფოგ რასმუსენის განცხადებით, ნატომ ყაზახეთთან, უზბეკეთთან და ყირგიზეთთან  ავღანეთიდან მათი სამხედრო ტექნიკის გაყვანისას ამ სახელმწიფოების ტერიტორიების გამოყენების ესახებ შეთანხმებას მიაღწია.  

ცენტრალური აზიის ქვეყნებთან შეთანხმების მიღწევა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმის გამო იყო, რომ ნახევარი წლის წინ,  პაკისტანის ტერიტორიდან ნატოს სამხედრო ტექნიკის ტრანზიტი ისლამაბადმა დაბლოკა.