რამაზ საყვარელიძე: თუკი სააკაშვილი კლინტონის შენიშვნებს გაითვალისწინებს, ძალაუფლებას დაკარგავს, თუ არა და -მსოფლიოს სიმპათიას

რამაზ საყვარელიძე: თუკი სააკაშვილი კლინტონის შენიშვნებს გაითვალისწინებს, ძალაუფლებას დაკარგავს, თუ არა და -მსოფლიოს სიმპათიას

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ვიზიტს საქართველოში მაღალ შეფასებას აძლევს და თვლის, რომ იქ, სადაც დამაკმაყოფილებელია მდგომარეობა, სურვილებს არ გამოთქვამენ.
„უნდა დავეთანხმოთ ყველას, ვინც მაღალ შეფასებას აძლევს ამ ვიზიტს და ბუნებრივია ისიც, რომ უმრავლესობის ყურადღება მიპყრობილია საარჩევნო პროცესის მიმართ კლინტონის დამოკიდებულებაზე. სავარაუდოა, რომ იქ, სადაც დამაკმაყოფილებელია მდგომარეობა, სურვილებს არ გამოთქვამენ-სასურველია დათბეს ზაფხულშიო, არავინ იტყვის. ამდენჯერ დაბეჯითებით გამოთქმა და გამეორება იმ პოზიციის, რომ სასურველია დემოკრატიული სტანდარტების მიხედვით, პლურალიზმის და კონკურენციის პირობებში, დარღვევების გარეშე როგორც არჩევნებამდე, ისე არჩევნების დღეს ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები, მიუთითებს იმას, რომ ამერიკულ მხარეს ამ მხრივ მდგომარეობა საქართველოში სასურველიდან დაშორებულად მიაჩნია.
რაც შეეხება იმას, გაითვალისწინებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ჰილარი კლინტონის მოწოდებებს, ავღნიშნოთ, რომ თუკი ისინი კლინტონის მოწოდებებს მიიღებენ, ძალაუფლებას დაკარგავენ, თუკი ამ შენიშვენებს არ მიღებენ, მათ შეიძლება შეინარჩუნონ ხელისუფლება, მაგრამ კომპლიმენტებს აღარ მიიღებენ და სიმპატიებს დაკარგავენ. გააჩნია, რა ურჩევნია სააკაშვილს, თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკური ელიტის სიმპათია, რომელსაც ნამდვილად დაიმსახურებს, თუ სარკოზისნაირი არჩევნები ჩაატარა, თუ ის ძალაუფლება რომელიც გააჩნია. ეს მისი გადასაწყვეტია“,-აცხადებს საყვარელიძე.