მანანა კობახიძე: ჰილარი კლინტონს კოალიციურ რეჟიმში ვხვდებით

მანანა კობახიძე: ჰილარი კლინტონს კოალიციურ რეჟიმში ვხვდებით

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, მანანა კობახიძის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ სახელით, თვითონ, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი და „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, თეა წულუკიანი შეხვდება.
კობახიძის განცხადებით, ეს კოალიციურ რეჟიმში შეხვედრაა და აღნიშნავს, რომ მას არ აქვს ინფორმაცია ხერხდება თუ არა აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის შეხვედრა.
„მე დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ამ შეხვედრაზე უნდა ვიყო. სხვას ვერც ვერაფერს ვუარყოფ და ვერც დავადასტურებ“, - განაცხდა კობახიძემ.
მისი თქმით, ჰილარი კლინტონთან საუბარი საქართველოში არსებული პროცესებზე, კერძოდ ადამიანის უფლებების დარღვევასა და მომავალი არჩევნების შესახებ იქნება.
„საუბარი იქნება საარჩვენო გარემოზე, ოპოზიციურ პარტიებთან მიმართებაში არსებულ სიტუაციაზე, ადამიანების პოლიტიკურ დევნაზე, ხელისუფლების უკანონო ქმედებებზე და რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ ძირითად პოლიტიკურ გეგმებსა და პროგრამებზე“, - განაცხადა კობახიძემ.