ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ერიკ რუბინთან გამართულ შეხვედრაზე საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულ თემებზე ისაუბრა.
ჩუგოშვილის თქმით, ძირითადად აქცენტი სავალდებულო ტრანზიტის საკითხზე გააკეთა, რაც მისი თქმით, გულისხმობს იმას, რომ საკაბელო მაუწყებლებს სხვადასხვა ტელევიზიების სიგნალის გაშვების ვალდებულება ჰქონდეთ.
ჩუგოშვილს მიაჩნია, რომ ეს საზოგადოებას მისცემს შესაძლებლობას განსხვავებული აზრები მოისმინონ, რათა შემდგომში ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ.
„აუცილებელია, წინასაარჩევნო პროცესში საზოგადოებას, სრული ინფორმაციის და განსხვავებული მოსაზრებების მოსმენის შესაძლებლობა ჰქონდეთ, რათა შემდგომში ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება შეძლონ. ასევე ყურადღება საერთაშიროსო დამკვირებლების სწრაფად მოწვევის საჭიროებაზე გავამახვილე. იმისთვის, რომ ყველა მხარე, პოლიტიკური პარტიები, სახელმწიფო განუხრელად იცავდეს კანონის მოთხოვნებს და კანონის სრული დაცვით მიმდინარეობდეს პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო დამკვირებლებმა ამ საკითხებზე ყურადღების გამახვილება და წინასაარჩევნო პროცესებზე დაკვირვება, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყონ“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.
რაც შეეხება, შეკითხვას შეხვედრაზე იყო თუ არა საუბარი იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს ჰილარი კლინტონისა და საქართველოს მთავრობის შეხვედრისას ერთ-ერთი მთავარი თემა, ჩუგოშვილის განცხადებით, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ აქცენტი, ამასთან დაკავშირებით გააკეთა და განაცხადა, რომ მათი საუბრის თემა წინასაარჩვენო პროცესის თემატიკა აუცილებლად იქნება.
„ხარვეზები რასაც ჩვენ ვამბობთ, ამის შესახებ ისინი საკმაოდ ინფორმირებულნი არიან. რუბინმა აღნიშნა, რომ უკვე გადაწყვეტილი და განსაზღვრულია, ეს თემები დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრისა და განხილვის საგანი გახდეს“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.