ცნობილი იტალიელი დიზაინერების დოლჩესა და გაბანას ყოველი ახალი კოლექციის მთავარი თემა თითქმის ყოველთვის სექსია. გამონაკლისი არც მათი ახალი, 2012 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია გახდა. აბრეშუმის ქსოვილი, ნათელი, მკვეთრი ფერები, ღია და სექსუალური სამოსი, ბრენდის ახალი კოლექციის მთავარი ნიშანი გახდა. ამას ხაზს მისი უკვე გახმაურებული სარეკლამო რგოლებიც უსმევენ.
D&G -ას ახალი კოლექციის მთავარი უპირატესობა,იმაში მდგომარეობს, რომ სამოსი იდეალურია საკურორტო დრეს-კოდისათვის, შემთვევითი წვეულებებისთვის, შეიძლება ვინმემ ისინი მოდური საღამოებისთვისაც გამოიყენოს.
სამწუხაროდ, დოლჩე და გაბანამ გადაწყვიტეს, დაეხურათ ბრენდის ახალგაზრდული ხაზი, მაგრამ იმისათვის რომ მასზე მოთხოვნა ისევ გაძლიერდეს დიზაინერებმა ახალი კოლექციის ვიდეორგოლში სპეციალურად გამოიყენეს მაცდური, მიმზიდველი ახალგაზრდა მოდელები, ვიდეოც ისეთი გამოვიდა, როგორიც ჩაფიქრებული იყო.