ჯესიკა სიმპსონმა ჟურნალ People-ში, თავისი ახალდაბადებული გოგონას მაქსველის პირველი ფოტოები გამოაქვეყნა. დედა-შვილის ოჯახური ფოტო ჟურნალის გარეკანზე დაიბეჭდა.
გამოცემისთვის მიცემულ ინტევიუში ჯესიკა აღნიშნავს, რომ მთელი მისი ცხოვრების აზრი და სტიმული მაქსველია,- „პატარამ ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა. ახლა ჩემი ყველა ფიქრი და აზრი მის გარშემო ტრიალებს“-აცხადებს ვარსკვლავი.
ჯესიკა სიმპსონისა და მისი საქმროს, ერიკ ჯონსონისთვის მაქსველ დრიუ პირველი შვილია. ისინი ოფიციალურ ქორწინებაში დღემდე არ იმყოფებიან, თუმცა ცნობილია მათი ქორწინების თარიღი, რომელიც წყვილმა 12 დეკემბერს დანიშნა.
როგორც მედიაში წერდნენ, ჯესიკას მოთხოვნა იყო ქალიშვილის ფოტოების სანაცვლოდ მილიონნახევარი დოლარი მიეღო. როგორც ჩანს, შემდეგ გადაიფიქრა და 800 000 აშშ დოლარს დასჯერდა.