დღეს, ევროპის კვირეულის ფარგლებში, 19:00 საათზე დირიჟორისა და პიანისტის, მიხეილ არკადიევის საფორტეპიანო კონცერტი გაიმართება. კონცერტის მასპინძელია თიბისი გალერეა.
პროგრამაშია: იოჰან სებასტიან ბახი, „3 სიმფონია კლავისინისთვის“, იოსებ ბარდანაშვილი, „ფანტაზია ფორტეპიანოსთვის“, მოდესტ მუსორგსკი, „სურათები გამოფენიდან“.