ევროპის სახლი დღეს, 19:00 საათზე ფოტოგამოფენას უმასპინძლებს. გამოფენა „თბილისის ფოტოფესტივალი 2012“- ის ფარგლებში იმართება და მისი სახელწოდებაა „შავი ზღვის ფერები - ზამთრის მოგზაურობა“.
წარმოდგენილი იქნება, ფოტოხელოვან კლაუდი სლუბანის მიერ გადაღებული ფოტოები.
„თბილისის ფოტოფესტივალი 2012“ იმართება ევროპული კვირეულის ფარგლებში, რომლის მიზანია გააღრმავოს კავშირები საქართველოსა და ევროპას შორის კულტურის, განათლებისა და სამოქალაქო დიალოგის გზით.