თბილისის ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი, Tbilisi Open Air 2012 წელს ზაფხულის პირველ შაბათ -კვირას, 2 და 3 ივნისს, ახალ საფესტივალო ქალაქში, Tbilisi Valley-ზე გაიმართება.
წელს ფესტივალის პროგრამა მეტად მრავალფეროვანია, ფესტივალის ძირითად პროგრამაში მონაწილეობას რვა ქართველი და ექვსი უცხოელი არტისტი მიიღებს;
2 ივნისი: Svanskh (საქართველო), pornopoezia (საქართველო), U.R (საქართველო), Outsider (საქართველო), Wasp’N’Hornet (ბელარუსი), Tai Chi Swayze (დიდი ბრიტანეთი), Lyapis Trubetskoy (ბელარუსი);
3 ივნისი:Plus Master (საქართველო), Rema (საქართველო), zurgi (საქართველო), LOUDspeakers (საქართველო), Transmitter (გერმანია, დიდი ბრიტანეთი), DUB FX (ავსტრალია), DDT (რუსეთი);
2 ივნისს, ფესტივალის ძირითადი ნაწილის დასრულების შემდეგ, საღამოს 11 საათზე დაიწყება Electro Sunrise, რომელიც ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს წლის საუკეთესო ივენთს შესთავაზებს. Electro Sunrise–ზე ისეთი მუსიკოსების მოსმენას შეძლებთ, როგორებიცაა: d.O.P (საფრანგეთი), Zoo Brazil (შვედეთი), Green Room (საქართველო); Sikha (საქართველო); Bero (საქართველო); Vako K (საქართველო); The Forest (საქართველო); Vako T (საქართველო);
ქემფინგი: 2 ივნისს, ფესტივალზე მოსულ მუსიკის მოყვარულებს საშუალება აქვთ საფესტივალო ქალაქში დარჩნენ მთელი ღამის განმავლობაში; ფესტივალის ტერიტორიაზე კარვებისთვის გამოყოფილია ადგილი; ნებისმიერ მსურველს მიეცემა კარვის გაშლის საშუალება;
ლოკაცია: Tbilisi Valley მთაწმინდის პარკის გადასახვევთან, რესტორანი „კოლხეთი“-ს მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს. საფესტივალო ქალაქი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შენდება, განთავსდება კვების ობიექტები, ბარი, სველი წერტილები.
კომფორტი ფესტივალის სტუმრებისთვის – იმოძრავებენ უფასო საფესტივალო ავტობუსები, ვარდების რევოლუციის მოედნიდან „თბილისი ველი“-ს მიმართულებით და უკან შუადღის სამი საათიდან ღამის 12 საათამდე; ასევე ვარდების რევოლუციის მოედნიდან ივლიან „ჯი აი ჯი“ ტაქსები, სულ რაღაც 5 ლარად;
შეგახსენებთ, რომ ფესტივალი უკვე სამი წელია ტარდება. პირველად თბილისის ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი, Tbilisi Open Air 2012 2009 წელს ჩატარდა. სამი დღის განმავლობაში ფესტივალს 50 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. ფესტივალმა გააერთიანა სხვადასხვა მუსიკალური ჟანრები და შეკრიბა მუსიკოსები მთელი მსოფლიოდან.