პრინცი ჩარლზი მონაწილეობს დედოფალ ელიზაბეტ II-ის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით გადაღებულ „ბი-ბი-სის“ დოკუმენტურ ფილმში. სადაც მაყურებელი პრინცის მოგონებებთან ერთად, სამეფო ოჯახის აქამდე უცნობ ვიდეოჩანაწერებსაც იხილავს. მათ შორისაა ოჯახური დასვენების დროს გადაღებულ, 9 წლის ჩარლზისა და მისი უმცროსი დის, პრინცესა ანას ვიდეოკადრები, რომელიც 1957 წელს ნორფოლკშია გადაღებული. და-ძმასთან ერთად ვიდეოკადრებში ჩანს დედოფლის საყვარელი ძაღლიც, რომელიც ბავშვებს შორის არხეინად დარბის.
ჩარლი დოკუმენტურ ფილმში მაყურებელს დედოფალთან დაკავშირებულ, სხვებისთვის უცნობ, საინტერესო მოგონებებს მოუყვება. მთელ ფილმს ჩარლზის კომენტარები გასდევს, ერთ-ერთ მომენტში კი ისმის სიტყვა „დედა“,- რომელსაც სამეფო ოჯახის წარმომადგენლები საუბარში ძალიან იშვიათად, ან საერთოდ არ იყენებენ.
ფილმს დიდი ბრიტანეთის დედოფლის 60 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებების გრანდიოზულ დახურვამდე, რამდენიმე დღით ადრე აჩვენებენ.