გუშინ, თელავივში მადონას მსოფლიო ტურნის ფარგლებში პირველი კონცერტი გაიმართა. როგორც ცნობილი გახდა, მომღერალი სიმღერა „Vogue“ -ს შესრულებისას სპეციალურად მისთვის, ჟან პოლ გოტიეს მიერ შექმნილ სასცენო კოსტიუმში იქნება გამოწყობილი. კოსტიუმის ესკიზებში ჩანს, რომ სამოსი: თეთრი პერანგის, შავი შარვლისა და ვიწრო კორსეტისაგან შედგება.
დიზაინერმა, პოპ-ვარსკვლავისთვის სპეციალურად, უკვე მეორე კოსტიუმი შექმნა. გოტიეს მიერ შექმნილი აბრეშუმის კოსტიუმი მადონას პირველად 1990 წლის მსოფლიო ტურნეზე- Blond Ambition ეცვა. მაშინ დიზაინერმა ხაზი მადონას ქალურ სილუეტს აბრეშუმის ქსოვილით გაუსვა.
შეგახსენებთ, მადონას ახალი ალბომის M.D.N.A. -ს მხარდამჭერმა მსოფლიო ტურნემ სტარტი ისრაელიდან აიღო. ტურნე 2013 წლამდე გაგრძელდება და ის რამდენიმე კონტინენტს მოიცავს.
კონცერტი ისრაელში ყველაზე დიდი სტადიონზე, რამატ-განზე ჩატარდა. სტადიონზე მინიმუმ 40 ათასი ადამიანი ეტევა. სტადიონზე დამონტაჟებული იყო 800 მეტრიან სცენა. პოპ-დივა მსმენელის წინაშე ყოველი სიმღერის შემდეგ სცენის დეკორაციებს იცვლიდა.