ცნობილ რუს ტელეწამყვან ანფისა ჩეხოვასა და ქართველ მსახიობ გურამ ბაბლიშვილს ვაჟი შეეძინათ. ახალბედა მამის განცხადებით, ყველაფერი კარგადაა და დედა-შვილი თავს მშვენივრად გრძნობენ. ბავშვი მოსკოვის, ერთ-ერთ, კლინიკაში დაიბადა. ის ნამდვილი გოლიათია, - წონა 4,100 გრამია, ხოლო სიმაღლე 51 სმ.
„უზომოდ ბედნიერები ვართ და შვილის გარდა, ახლა არაფერზე ვფიქრობთ, ბავშვს შინ უკვე საგულდაგულოდ მოწყობილი საკუთარი ოთახი ელოდება“,- ამბობს გურამ ბიბილური.
მისივე თქმით, თუ ანფისა წინააღმდეგი არ იქნება, ბავშვს ქართულ სახელს დაარქმევენ და ის გვარსაც მამისას ატარებს.