საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თურქეთის პრემიერ-მინისტრის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიწვევით, გაეროს ცივილიზაციების ალიანსის პარტნიორების პირველ საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას საბჭოთა კავშირიზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირი უაღრესად რასისტული კავშირი იყო.
„რასიზმი შეეხებოდა აზიელებს, აფრიკელებს, საკუთარი ხალხის წინააღმდეგაც იყო მიმართული. ისინი ერთმანეთს უპირისპირებდნენ ეთნიკურ და რელიგიურ განსხვავებებს და ეს მათი მართვის მეთოდი იყო.მაგრამ მე გავიზარდე ისეთ ქალაქში, სადაც მეჩეთი და სინაგოგა გვერდიგვერდ დგას - ესაა ჩვენი იდენტურობა“, - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, სხვადასხვა მტრული მცდელობების მიუხედავად, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური და რელიგიური ჯგუფები ერთმანეთისთვის დაეპირისპირებინათ, დაუპირისპირონ, ჩვენ ვახერხებთ დავრჩეთ ერთიანნი და მშვიდობიანი, თანაარსებობა გავაგრძელოთ მრავალეროვანი, მრავალრელიგიური და მრავალკულტურული თანაარსებობის პირობებში.
ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებით, ის ქვეყნის მრავალფეროვნებით და ქვეყნის გამოცდილებით ამაყია.
„თქვენ შეგიძლიათ დაეყრდნოთ საქართველოს ამ პრომეთეულ ბრძოლაში. მზად ვართ ვაშენოთ ხიდები კულტურათა შორის, ვიბრძოლოთ ყოველგვარი ჯვაროსნული ლაშქრობების წინააღმდეგ“, - განაცხადა სააკაშვილმა.