ყველასთვის ცნობილი ამერიკული სერიალი „ექიმი ჰაუსი“ მსოფლიო მაყურებელს დაემშვიდობა, მისი მთავარი როლის შემსრულებელი, ჰიუ ლორი კი, გულშემატკივრების წინაშე ახალი ამპლუით წარსდგა.
„ექიმი ჰაუსი“ ამღერდა და მსოფლიო ტურნესთვის ემზადება. ჰიუ ლორის პირველი სოლო კონცერტი კალიფორნიის შტატში, გამართა. როგორც გაირკვა, ლორი კონცერტისთვის დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა, რადგან ბილეთები ნოემბერში უკვე გაყიდული იყო.
„ჰაუსმა“ მისი სამსახიობო და მუსიკალური ნიჭის გულშემატკივრებს სასიამოვნო სიურპრიზიც გაუკეთა, რაც კონცერტამდე, მის საკუთარ სახლში ექსკურსიის მოწყობას გულისხმობდა.
„ექიმი ჰაუსის“ მაყურებელი მისი მსმენელი გახდა და დებიუტმა სცენაზე წარმატებით ჩაიარა.
კონცერტზე ლორი საკუთარ ჯგუფთან Copperbottom-თან ერთად წარსდგა, მსახიობი სცენაზე მუსიკას აკომპანიმენტს თავადაც უკეთებდა, ხან გიტარაზე უკრავდა, ხან კი ფორტეპიანოზე.
სერიალის დასრულების შემდეგ ჰაუსი უმუშევარი არ დარჩენილა. ახლა მას წინ დიდი ტურნეები ელოდება,- ჩილეში, არგენტინაში, ინგლისში, უკრაინასა და რუსეთში.