რომში, კიჯის სასახლესთან შუშის უცნაური სარკოფაგი დაიდგა, რომელშიც მომღიმარი სილვიო ბერლუსკონი „განისვენებს“. ეს „იტალიელების ოცნებაა“, ოცნება, რომელიც იტალიელმა მხატვრებმა ანტონიო გარულომ და მარიო ოტოჩენტომ განახორციელეს.
საქმე ეხება, სილვიო ბერლუსკონის ფიგურას, რომელსაც მხატვრებმა ხელოვნების ნიმუში,-„იტალიელების ოცნება“ უწოდეს. თავად ბერლუსკონი ამ ფრაზას, მეგობრებთან სატელეფონო საუბარში ხშირად იყენებდა.
რაც შეეხება, სარკოფაგში მოთავსებული ბერლუსკონის ფიგურას ის საკმაოდ უხერხულ პოზაშია. ეღიმება და ფეხებზე მიკი მაუსის ჩუსტები აცვია. ცალი ხელი შარვლის შეხსნილ უბესთან უდევს, მეორე კი იტალიის ისტორიის წიგნზე.
როგორც იტალიელი მხატვრები ამბობენ, ამ ჟესტით მათ სილვიო ბერლუსკონის „პიროვნების კულტი“ გააპროტესტეს. მათი აზრით ბერლუსკონი ამ კულტს მის გარშემო თავადვე ქმნიდა. ანტონიო გარულო და მარიო ოტოჩენტო იმედს გამოთქვამენ, რომ ბერლუსკონი მათი ნამუშევრის სანახავად აუცილებლად მივა.