მადონას გრანდიოზული ტურნე სტარტს ისრაელიდან იღებს. ამერიკელი პოპ-დივა ტურნეს ფარგლებში პირველად ათასობით მაყურებლის წინაშე, ოთხშაბათს წარსდგება და 2013 წლამდე, რამდენიმე, კონტინენტს მოივლის.
ტურნე ახალი ალბომის M.D.N.A. -ს მხარდამჭერ სახეს ატარებს და როგორც მომღერალი ირწმუნება მისი კარიერის ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იქნება. მადონას ოფიციალურ საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად მის გრაფიკში, 76 კონცერტი უკვე გაწერილია, რაც დაახლოებით, 1,4 მილიონი ბილეთს უდრის.
ისრაელში დაგეგმილი კონცერტისათვის ქვეყნის ყველაზე დიდი სტადიონი რამატ-განი აირჩა. სტადიონზე მინიმუმ 40 ათასი ადამიანი ეტევა.
ადგილობრივი პრესა წერს, რომ სტადიონზე უკვე ორი კვირაა 800 მეტრიან სცენას ამონტაჟებენ, სადაც პოპ-დივა მსმენელის წინაშე ყოველი სიმღერის შემდეგ დეკორაციებს შეიცვლის.
თავად მომღერალი თელავივის, ერთ-ერთი, საუკეთესო სასტუმროს საპრეზიდენტო ლუქსში იცხოვრებს.
ისრაელის საკონცერტო შოუზე 600 კაციანი ჯგუფი მუშაობდა, აქედან 350 მადონამ სპეციალურად ამერიკიდან გამოგზავნა. ვარაუდობენ, რომ მაყურებლის წინაშე სიმღერით, მადონასთან ერთად მისი 15 წლის გოგონაც გამოვა.
ისრაელის პრესა წერს, რომ კონცერტზე დასასწრებად, წინასწარ, 600 დოლარად დაჯავშნული ბილეთების საფუძველზე, ქვეყანაში 4 ათასზე მეტი ტურისტი შემოვიდა.
როგორც ამბობენ, სტუმრებს შორის რამდენიმე ვარსკვლავიცაა. მათ შორის, ჰოლივუდის მსახიობები: ნატალი პორტმანი, ჯორჯ კლუნი, საშა ბარონ კოენი და ა.შ.