კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ 27 მაისს თბილისში გამართულ აქციას საბერძნეთში მცხოვრები ქართველებიც გამოეხმაურნენ. მათ აქცია ათენის ქუჩებში ფეხით მსვლელობით მოაწყვეს.
საბერძნეთში მცხოვრები კოალიციის მხარდამჭერები თბილისში მიმდინარე აქციას კინოთეატრის დიდ ეკრანზე მე-9 არხის მეშვეობით ადევნებდნენ თვალს.
მხარდამჭერები იმედს გამოთქვამენ, რომ ივანიშვილი ხელისუფლებაში აუცილებლად მოვა.
„ ბატონმა ბიძინამ თქვა მოვალო, მოვა და ყველაფერი კარგად იქნება“, - აცხადებენ საბერძნეთში მცხოვრები ქართველები.
შეხვედრას ანსამბლი „ქართული ხმები“ დაესწრო.