„ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, მანანა კობახიძის განცხადებით, მისი პირადი მონაცემები სოციალურ ქსელ Facebook-ში აღარ იძებნება.
კობახიძის თქმით, ეს სავარაუდოდ, ნიშნავს, რომ მისი პროფილი გატეხეს. მისი განცხადებითვე, ცხადია, მსგავსი რამ კატასტროფა არაა, გვერდი შეიძლება იმდენჯერ გააკეთო, რამდენჯერაც გაგიტეხენ, თუმც აღნიშნავს, რომ არაა გამორიცხული ვინმემ მისი გვერდით და სახელით ისარგებლოს.
იმ ადამიანებს, რომლებიც სარგებლობენ ამ სოციალური ქსელით, კობახიძე მიმართავს, რომ ამ ეტაპზე არანაირი ინფორმაცია ან წერილი, ან რაიმე სახის შეტყობინება, რაც შეიძლება მანანა კობახიძის სახელით მიუვიდეთ, მას არ ეკუთვნის.
„Facebook-ში დაახლოებით, 3000 მეგობარი მყავდა. ბევრი ადამიანი მწერდა წერილებს საკუთარ პრობლემებზე როგორც კი თავისუფალი დრო გამომიჩნდებოდა, მათ ვპასუხობდი და ეს იყო ადამიანებთან კომუნიკაციის ერთ-ერთი წყარო“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ეს იმათი გაკეთებულია, ვისაც „ქართული ოცნების“ აქტივობა არ მოსწონს, მაგრამ ძალიან სასაცილოდ მეჩვენება მათ მიერ ჩადენილი მსგავსი ქმედებები.
„მავნებლობა მოხდა. სხვისი მეილების ქექვა, გატეხვა და წაკითხვა მიმდინარეობს. ტელეფონს რომ უსმენენ ახალი არაა და ეგ ცხადია, მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, Facebook-ში განხორცილდა შეტევა“, - განაცხადა კობახიძემ.