შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის, შოთა უტიაშვილის განცხადებით, ხატია დეკანოიძის ნაცვლად, პოლიციის აკადემიის რექტორად დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარე, შსს არქივის ხელმძღვანელი დავით აფრასიძე დაინიშნება.
"დღეს გადაწყდა და დავით აფრასიძე პოლიციის აკადემიის რექტორად უახლოეს დღეებში დაინიშნება", - განაცხადა უტიაშვილმა.
ფილოსოფიის დოქტორი,დავით აფრასიძე 2008 წლიდან დღემდე ილიას უნივერსიტეტში ფილოსოფიისა და სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანია. მუშაობს ასევე ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იყო ტელეწამყვანი საზოგადოებრივ მაუწყებელზე.