დღეს, დაახლოებით, 12 საათზე, სოჭში მშენებარე ილიმპური ქალაქის ტერიტორიაზე, მიწისძვრა მოხდა.
პირველი ბიძგები ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ადლერის რაიონში იგრძნეს. მიწისძვრას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ინფორმაცია დაშავებულებსა და გარდაცვლილებზე ამ დრომდე არ ვრცელდება
წინასწარი ცნობებით მიწისძვრის ეპიცენტრი შავ ზღვაშია. ზუსტ კოორდინატებს ამ წუთებში ადგენენ. სპეციალისტების აზრით, მიწისძვრა დიდხანს არ გაგრძელებულა, თუმცა ბიძგები ძლიერი იყო.
„დღევანდელი მიწისძვრის ბიძგების მაგნიტუდამ 4-5 ბალს მიაღწია“,-აცხადებენ სოჭის სეისმოლოგიურ სადგურში. ბიძგები დაახლოებით 20 წამი გრძელდებოდა. სპეციალისტები ოლიმპიური ქალაქის მშენებარე ობიექტებს ათვალიერებენ. დაზიანებების შესახებ ინფორმაცია, ამ დრომდე, არ ვრცელდება.