დღეს, კინოთეატრი „ამირანი“ პროექტ „ქართული ფილმების კრებულის“ პრეზენტაციას უმასპინძლებს. ასევე, გაიმართება ისტორიულ-რევოლუციურ თემაზე შექმნილი პირველი ქართული მხატვრული ფილმის „არსენა ჯორჯიაშვილი“ ჩვენება. პროექტის ფარგლებში 2012 წლის აპრილში განხორციელდა პირველი ქართული მხატვრული ფილმის „ქრისტინეს“ დიგიტალიზაცია.
პროექტი ითვალისწინებს ძველი ქართული ფილმების ციფრულ ფორმატში გადატანას. პროექტს „თიბისი ბანკი“, კინოსტუდია „ქართული ფილმი“ და ჟურნალი „ცხელი შოკოლადი“ ახლორციელებენ.