გამოვიდა ახალი წიგნი პოპულარულ ფოტოგრაფებზე, რომელიც ყოველწლიურად გამოდის და ცნობილი ფოტოგრაფების მოღვაწეობაზე მოგვითხრობს. ახალი წიგნის სახელწოდებაა,- „Ron Galella: Paparazzo Extraordinaire!“ და ცნობილი პაპარაც რონ გალელაზე მოგვითხრობს. წიგნში შესულია მისი ყველაზე ცნობილი ფოტოები. მათ შორის, პორტრეტები, რომლებზეც გამოსახულები არიან, ისეთი უკვდავი ადამიანები, როგორებიც არიან,- მარლონ ბრანდო, ჟაკლინ კენედი, ფრენკ სინატრა, მაიკლ ჯექსონი, ლაიზა მინელი, ელვის სპრესლი, მადონა, მიკ ჯაგერი, ენდი უორჰოლი, ელიზაბედ ტეილორი, სოფი ლორენი, ალბერტ ჰიჩკოკი, რობერტ დენირო, ალ პაჩინო, დასტინ ჰოფმანი და ა.შ.
მართალია, ეს წიგნი საფუძვლიანად ვერ გადმოგვცემს მე-20 საუკუნის, ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ პაპარაცის, რონ გალელას მოღვაწეობას, რომელსაც „ამერიკელი პაპარაცების ნათლიმამასაც“ უწოდებენ, მაგრამ მისი წაკითხვითა და დათვალიერებით მცირეოდენი წარმოდგენა შეგვექმნება იმ წვლილზე, რომელიც გელელას პაპარაცის ისტორიაში მიუძღვის.
რონ გალელა 1931 წელს ნიუ-იორკში დაიბადა. მისი ფოტოები არაერთ ცნობილ ჟურნალში დაბეჭდილა. მათ შორის, Harper’s Bazaar, Vogue, Vanity Fair, Rolling Stone, The New Yorker და ა.შ. რონ გალელას კადრები, ყოველთვის ყველაზე ძვირადღირებული იყო. 1970 წელს მან, ჟაკლინ ონასისის ფოტოსთვის 1,2 მილიონი დოლარი მიიღო. პაპარაცისთვის ამ კადრის მოპოვება მარტივი არ ყოფილა. ის ჟაკლინის შიშველი ფოტოსთვის მექსიკელ მებაღედ გადაიქცა, დაიხურა სომბრერო და ულვაშებიც გაიკეთა.
რონი იმდენად აბეზარი პაპარაცი იყო, რომ ჟაკლინ კენედიმ 2-ჯერ უჩივლა სასამართლოში, ბრიჯიტ ბარდოს მეგობრები წყლით წუწავდნენ, ელვის პრესლის დაცვის წევრებმა ავტომობილის საბურავები რამდენჯერმე დაუხვრეტეს, ხოლო მარლონ ბრანდომ 5 კბილი ჩაუმსხვრია. მიუხედავად ამდენი ფათერაკებისა, რონი საქმიანობას აგრზელებს და მისი ფოტოობიექტივი, დღესაც, ბევრი ცნობილი ადამიანის პირად ცხოვრებასაა მიდარაჯებული.