სამების ახალგაზრდული ცენტრი, ხვალ დავით ხინტკირიას წიგნის „სხვისი სამოთხე“ პრეზენტაციას უმასპინძლებს.
ღონისძიებაში მონაწილეობას ფოლკლორულ ანსამბლებთან ერთად მიიღებენ ცნობილი მწერლები და სხვა საზოგადო მოღვაწეები: ჯანსუღ ჩარკვიანი, ერეკლე საღლიანი, თემურ ჩალაბაშვილი, ომარ მხეიძე, როინ მეტრეველი, ვაჟა აზარაშვილი, მარიკა კვალიაშვილი.
ღონისძიება გიორგი მოსიაშვილისა და საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართება.
საღამოს საპატრიარქოს წარმომადგენლები, სასულიერო პირები, მწერლები და საზოგადო მოღვაწეები დაესწრებიან.