ცნობილი მსახიობი და მოდელი მილა იოვოვიჩი, როგორც ჩანს, ახალგაზრდობის წლებს უბრუნდება. მსახიობმა მუსიკალური მინი-ალბომი ჩაწერა. ხოლო მასში შემავალი, ერთ-ერთი, კომპოზიცია სახელწოდებით,-„Electric Sky“ ვენაში, Life Ball-ის გალა საღამოზე ცოცხლად შეასრულა.
მსახიობისთვის გულშემატკივართა წინაშე ამ ამპლუით გამოსვლა პირველი არ ყოფილა. პუბლიკის წინაშე სიმღერით ის 16 წლის ასაკშიც გამოდიოდა. უფრო მეტიც, ამერიკის რამდენიმე შტატში სოლო კონცერტებიც კი აქვს გამართული. დროთა განმავლობაში სხვადასხვა მიზეზების გამო მილა მუსიკას ჩამოშორდა.
ახალი კომპოზიცია, „Electric Sky“ მსახიობმა საკუთარ სახლში, ორ ახლო მეგობართან ერთად ჩაწერა.