დღეს, აფხაზეთის ხელოვნების სკოლების ახალგაზრდული კონკურს-ფესტივალი „მუზა 2012“ გაიხსნება. ფესტივალი წელს, პირველად ტარდება და მისი მასპინძელია მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრი „მუზა“.
ფესტივალში, მონაწილეობას იღებს აფხაზეთის სახელოვნებო, სამუსიკო და სამხატვრო სკოლების 300-ზე მეტი მოსწავლე. ფესტივალზე სპეციალური მუსიკალური ნომრებით წარსდგებიან, ოკუპირებული გალის რაიონიდან ჩამოსული ბავშვები.
ფესტივალი 12:00 საათზე, აფხაზეთის სამხატვრო სკოლების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენით გაიხსნება, რის შემდეგაც აფხაზეთის სახელოვნებო სკოლების მოსწავლეები, სიმფონიური ორკესტრის თანხლებით, კლასიკური მუსიკის ნაწარმოებებს შეასრულებენ. ასევე, წარმოდგენილი იქნება ფორტეპიანოს, სიმებიანი ორკესტრის, საესტრადო და ფოლკლორული განყოფილებები. დღის ბოლოს, სახელოვნებო სკოლების პედაგოგთა მონაწილეობით კონცერტი გაიმართება.
კონკურს-ფესტივალი „მუზა 2012“ აფხაზეთის ა/რ მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით იმართება.