ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი საქველმოქმედო საღამოებზე პორნომსახიობებთან ერთად ერთობა.
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მეუღლე ბილ კლინტონი, სექსუალურ სკანდალში კიდევ ერთხელ გაეხვა. სასტუმრო მონტე კარლოში, საქველმოქმედო საღამოზე „ღამე მონაკოში“ რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი, მონაკოს პრინცი ალბერტ მეორე იყო, ბილ კლინტონი სამ პორნოვარსკვლავთან ერთად შენიშნეს. მსახიობები,- ჯენიფერ ტაული, ბრუკლინ ლი და ტაშა რეინი ამბობენ, რომ ამ ფაქტის დამალვა არ შეეძლოთ. ფოტო, სადაც ექს-პრეზიდენტი გოგონებთან ერთად პოზირებს „პორნო-ოსკარის“ მფლობელმა ბრუკლინ ლიმ ტვიტერის საკუთარ მიკრობლოგზე გამოაქვეყნა.
აღსანიშნავია, რომ გოგონები ფოტოზე ჩვეულ ამპლუაში არ არიან და პირიქით, საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურებიან, მათ გრძელი კაბები აცვიათ, ისიც ღრმა დეკოლტის გარეშე. გარდა ამისა, მსახიობები იმასაც ამბობენ, რომ 65 წლის ექს-პრეზიდენტს სურათების გადაღება თავად სთხოვეს. მიუხედავად ამ ყველაფრისა კლინტონის პორნოვარსკვლავებთან გამოჩენამ მაინც არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია და ყველას მასთან დაკავშირებული გახმაურებული სექსუალური სკანდალი გაახსენა, რომლის მთავარი გმირიც მონიკა ლევინსკი იყო.
რაც შეეხება ექს-პრეზიდენტის მეუღლეს, რომელიც მსოფლიოს ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსთა სიაშია ფოტოებზე კომენტარს არ აკეთებს. ჰილარი ძალიან მიმტევებელია და სავარაუდოდ, ბილისა და პორნოვარსკვლავი გოგოების ამ ერთ ფოტოსესიასაც აიტანს. ეგეც არ იყოს, ჰილარი ცოტა ხნის წინ, თავადაც შენიშნეს, არც თუ ისე სახარბიელო სიტუაციაში. ის პაპარაცებმა, ერთ-ერთ კოლუმბიურ ბარში, ცეცხლოვანი ცეკვებისა და ლუდის სმის პერიოდში დააფიქსირეს.